No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

შიდა ქართლში ხილ-ბოსტნეულის შემნახველი სამაცივრო კომპლექსი ამოქმედდა.

16 თებერვალი, 2019
in სიახლეები
შიდა ქართლში ხილ-ბოსტნეულის შემნახველი სამაცივრო კომპლექსი ამოქმედდა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში ხილ-ბოსტნეულის შემნახველი ახალი საწარმო ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „აგროქართლი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოს შექმნის ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში მოხდა. საწარმოში ჯამურად 1,700,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, 845,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან პაატა შეყელაძესთან და შიდა-ქართლის რეგიონის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გახსნა სამაცივრო კომპლექსი და საწარმოო პროცესს გაეცნო. სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 700 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. სამაცივრო კომპლექსში მუდმივად 5 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული ხოლო სეზონურად ემატება 10 ადამიანი. კომპანიაში 2019 წლის ბოლომდე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის – HACCP-ის დანერგვა იგეგმება.
2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 187 ახალი საწარმო დაფინანსდა. საიდანაც, შიდა-ქართლის რეგიონში შეიქმნა 22 ახალი საწარმო. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

წინა სიახლე

გორის ციხესა და სურამის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება

შემდეგი სიახლე

ხელისუფლების წარმომადგენლები გამყოფი ხაზისპირა სოფელ ჩორჩანას მოსახლეობას შეხვდა

მსგავსი სიახლეები

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი კასპის მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ მაისურაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

შიდა ქართლის რეგიონმა ბათუმში გამართულ რიგით მე-16 ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში ”EBIT 2025” – ში მიიღო მონაწილეობა

ფაშიზმზე გამარჯვებიდან მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია