No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

ხაშურში, სოფელ ცედანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

31 აგვისტო, 2018
in სიახლეები
ხაშურში, სოფელ ცედანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძრის ქრობის პროცესში 220 მეხანძრე-მაშველი , 17 სახანძრო მანქანა, ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი სპეცტექნიკა, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა.

ხანძრის გაჩენის პირველივე დღიდან ადგილზე იმყოფებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი და სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ადგილზე პრევენციის მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშველები და განახორციელებენ ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგს.

„ერთი ჯგუფი დარჩება, დაახლოებით 20-და 50 ადამიანამდე. ასევე, ადგილზე დარჩება რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკაც. არსებობს მონიტორინგის გარკვეული სტანდარტი და რისკების საბოლოო შეფასების შემდეგ ისინიც დატოვებენ ტერიტორიას,“ – განაცხადა შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ხანძრის ქრობის პროცესში. სწორედ ასეთი ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად მოხერხდა უმოკლეს დროში ხანძრის ლიკვიდაცია,“ – აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 10 ჰა-მდე ტყის ფართობი.

წინა სიახლე

სოფელ ცედანთან ახლოს, ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

შემდეგი სიახლე

შიდა ქართლის გუბერნატორი – გიორგი ხოჯევანიშვილი ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო

მსგავსი სიახლეები

სოფელ მეჯვრისხევში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

„საძოვრების მართვის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კასპში საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს

შიდა ქართლის რწმუნებული პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო

100%-იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები 500 ლარიანი ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია