No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე გორის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან 21 მასწავლებელია წარდგენილი

31 ივლისი, 2024
in სიახლეები
მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე გორის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან 21 მასწავლებელია წარდგენილი

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში გორის საგნამათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილი პედაგოგები, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

“მინდა, დიდი პატივისცემით მოგესალმოთ თითოეულ თქვენგანს. თქვენ ხართ სწორედ ის ადამიანები, ვინც ახალგაზრდა თაობის განათლებას ასე თავდადებით ემსახურებით. პედაგოგობა დიდი პატივია და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაც. თქვენ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს, შესაბამისად, თითოეული თქვენგანი საზოგადოების მიერ უნდა იყოს უაღრესად დაფასებული.” – აღნიშნა სიმონ გულედანმა.

უკვე მეორე წელია მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. წელს, ისევე, როგორც შარშან, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, სპეციალურად შერჩეული კომისიის მიერ, გამოვლინდება გამარჯვებულები, რომელთაც მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემათ. მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება. ყოველწლიურად საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით. წელს გორისა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე 21 მასწავლებელია წარდგენილი.

წინა სიახლე

სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შემდეგი სიახლე

ქარელის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

მსგავსი სიახლეები

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მწერალთა სახლში წიგნის „გორი ქართულ პოეზიაში” პრეზენტაცია მოეწყო

გორში საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ოკამს, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკს მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება

შიდა ქართლში მცხოვრებ მაღალი აკადემური მოსწრების მქონე უფროსკლასელებს პლანშეტები გადაეცათ

სიმონ გულედანმა სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია