No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ვალერიან მჭედლიძე დაინიშნა

1 ივნისი, 2021
in სიახლეები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ვალერიან მჭედლიძე დაინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, ვალერიან მჭედლიძე რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში წარუდგინა.

შეხვედრაზე რეგიონის ახალმა რწმუნებულმა თვითმმართველობებთან მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობასა და ყველა იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაც შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებისთვის პრიორიტეტულია.

„დღეს წარვადგინეთ ახალი სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის რეგიონში, ბატონი ვალერიან მჭედლიძე. ბატონი ვალერი არის შიდა ქართლიდან, კონკრეტულად, გორიდან, საკმაოდ კარგად იცნობს რეგიონის პრობლემებს და გამოწვევებს. ამასთანავე, ახალი რწმუნებული მუშაობდა სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე, სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში. მას აქვს საკმაო გამოცდილება იმ უწყებებში მუშაობის, რომელიც დაკავშირებულია რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვალერი იქნება ძალიან ეფექტური მენეჯერი, ეფექტური სახელმწიფო რწმუნებული. ის კარგად შეძლებს კოორდინაციას, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ეფექტურად შეხვდება იმ გამოწვევებს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარეობს საქართველოს რეგიონებში“, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

ვალერიან მჭედლიძემ პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე საქართველოს მთავრობას, გამოცხადებული ნდობისთვის. მე ვარ წარმოშობით ამ რეგიონიდან და კარგად ვიცნობ რეგიონს. გამოვიყენებ მთელ ჩემს ცოდნას, გამოცდილებას, რათა მეტი გავაკეთოთ ამ რეგიონში – ახალი პროექტები განვახორციელოთ და მივყვეთ იმ გეგმებს, რომელიც მთავრობის მიერ არის დასახული“, – განაცხადა ვალერიან მჭედლიძემ.

წინა სიახლე

მომავალი წლიდან სოფელი ქიწნისი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი

შემდეგი სიახლე

ვალერიან მჭედლიძემ საქმიანობა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებით დაიწყო

მსგავსი სიახლეები

პარლამენტის სპორტის კომიტეტმა შიდა ქართლში გასვლითი სხდომა გამართა

ქარელის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სპორტდარბაზისა და სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს

შიდა ქართლში ტურისტული სეზონი გაიხსნა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

შიდა ქართლი ოჯახის სიწმნიდის დღის ღონისძიებას შეუერთდა

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა შიდა ქართლის რეგიონში შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია