No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

გუბერნატორმა ხაშურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

18 აპრილი, 2018
in სიახლეები

ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს. შიდა ქართლის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ  პირველ მოადგილესათან, სიმონ გულედანთან და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გურასპაშვილთან ერთად ადგილზე დაათვალიერა სამუშაოები. კერძოდ, მოინახულა ქვიშხეთში, ტეზერსა და სურამში – 26 მაისის ქუჩებზე გზების მშენებლობი. მიმდინარე წელს  სოფელ ქვიშხეთში მოეწყობა 2 200 გრძივი მეტრი გზა და მიმდებარე ჩიხებში – 282 გრძივი მეტრი გზის მონაკვეთები, რის შემდეგაც  ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულის და მასში შემავალი სოფლების: ბეღლეთის, ბულბულისციხის და მონასტრის 3000– მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი ისარგებლებს. გზის მშენებლობასთან ერთად, მოეწყობა სანიაღვრე არხებიც, რაც სტიქიის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. რაც შეეხება ქვიშხეთის გზას,  რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დასრულდება. პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 955 925 ლარს შეადგენს. თანადაფინანსებით ხორციელდება სოფელ ტეზერში ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოებიც და ჯამში 540 999 ლარს ითვლის. აღნიშნული გზის რეაბილიტაციით ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების – ტეზრის, ყიფიანთუბნის და სავანისუბნის 2000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი ისარგებლებს.
დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩის რეაბილიტაცია თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტი 542 400 ლარს ითვლის და ივლისის ბოლოსთვის დასრულდება. 26 მაისის ქუჩა კომპაქტური დასახლებაა და პროექტის დასრულების შემდეგ 800-მდე ადგილობრივ მცხოვრებს მკვეთრად გაუუმჯობესდება საყოფაცხოვრებო პირობები.

ხელისუფლების წარმომადგენლები ხაშურის №7 და  №8 საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებსაც გაეცვნენ.№7 სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაცია შენობისა და ეზოს სრულ კეთილმოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება. ასევე, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მინის ტარის დასახლებაში,  №8 საბავშვო ბაღის მშენებლობაც. პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 538 965 ლარს ითვლის. სააღმზრდელო დაწესებულება 100–მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.

მოგვიანებით, გუბერნატორმა ხაშურში მშენებარე სპორტული კომპლექსი და დიმიტრი ყიფიანის სახლ–მუზეუმის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა. სპორტული კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 2 292 455 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საკალათბურთო, სახელბურთო, საჭიდაო, ძალოსნობის, მძლეოსნობისა და ფიტნეს დარბაზები. მეორე სართულზე განთავსდება საჭადრაკო ოთახი და სატრენაჟორო დარბაზი. ეწყობა მცირე საკონფერენციო დარბაზი და კაფე-სასადილო. შენობაში განთავსდება 40 ადამიანზე გათვლილი სასტუმროც. სპორტული კომპლექსი ყველა თანამედროვე სტანდარტს უპასუხებს და ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.  დაბა ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაც ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. რომლის ღირებულებაც 887 000 ლარის შეადგენს. პროექტი  მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის ხელშეწყობის თვალსაზრისით. აღნიშნული პროექტების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.

წინა სიახლე

აკაკი მაჭუტაძე კასპის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა

შემდეგი სიახლე

გუბერნიის წარმომადგენლები სალაშქრო სეზონის გახსნას დაესწრნენ

მსგავსი სიახლეები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორში ღონისძიებები გაიმართა

პარლამენტის სპორტის კომიტეტმა შიდა ქართლში გასვლითი სხდომა გამართა

ქარელის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სპორტდარბაზისა და სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს

შიდა ქართლში ტურისტული სეზონი გაიხსნა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

შიდა ქართლი ოჯახის სიწმნიდის დღის ღონისძიებას შეუერთდა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია