No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

შიდა ქართლში ევროსაბჭოს დელეგაცია იმყოფებოდა

24 თებერვალი, 2020
in სიახლეები
შიდა ქართლში ევროსაბჭოს დელეგაცია იმყოფებოდა

საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ქვეყანაში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის დელეგაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის გამყოფ ხაზთან არსებული ვითარებით დაინტერესდა.

კონგრესის პრეზიდენტი – ანდერს კნაპე და კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან, საქართველოს პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში – სოზარ სუბართან, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტებთან – გიორგი ტყემალაძესთან და თამარ ტალიაშვილთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ჩავიდნენ, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მიმდებარე საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციას პირადად გაეცნენ.

ანდერს კნაპეს განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები უკანონო და მიუღებელია, რაც უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უფრო მეტად უნდა ხდებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ვითარების განხილვა.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, ევროპელი პარტნიორების მხრიდან მსგავსი ტიპის აქტივობები ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კონგრესის დელეგაცია უფლისციხესაც ეწვია, სადაც სტუმრებმა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.

წინა სიახლე

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით შიდა ქართლის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

შემდეგი სიახლე

სამხარეო ადმინისტრაციაში ნატოსა და ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

მსგავსი სიახლეები

სოფელ მეჯვრისხევში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

„საძოვრების მართვის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კასპში საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს

შიდა ქართლის რწმუნებული პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო

100%-იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები 500 ლარიანი ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია