No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

გიორგი ხოჯევანიშვილმა იმედის ეთერში შიდა ქართლის ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციაზე ისაუბრა

4 აპრილი, 2019
in სიახლეები
გიორგი ხოჯევანიშვილმა იმედის ეთერში შიდა ქართლის ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციაზე ისაუბრა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ტელეკომპანია იმედის გადაცემაში – ,,იმედის დღე” სტუმრად იმყოფებოდა და რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი კულტურულ-ისტორიული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა. ,,წელს შიდა ქართლში კულტურული და ტურისტული მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი. გადაცემაში ჩვენი საუბარი სწორედ რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის საკითხს შეეხო. ვისაუბრეთ დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ლომოურის, გიორგი მაზნიაშვილისა და ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმების რეაბილიტაციაზე, ასევე, გორის, სურამისა და ახალქალაქის ციხე-კოშკების არქეოლოგიურ და საკონსერვაციო სამუშაოების შესახებ.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ორი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ერთის მხრივ, ჩვენი ისტორიისა და კულტურის შენარჩუნება და მოფრთხილება, მეორეს მხრივ კი შიდა ქართლის კიდევ უფრო მიმზიდველ რეგიონად ქცევა, რაც თავისთავად ტურიზმის განვითარებას საგრძნობლად შეუწყობს ხელს. ეს პირდაპირ კავშირშია მომსახურებისა და მრეწველობის სექტორის განვითარებასთან, შესაბამისად, სამუშაო ადგილების შექმნასთან.

გარდა ისტორიულ-კულტურული ობიექტებისა, კიდევ ერთი კარგი სიახლე გვაქვს. გორში ყველამ ვიცით პარკ “ახალბაღიში” მდებარე კოლონადა, რომელიც წლებია საჭიროებს აღდგენა-რეაბილიტაციას. ასევე, მის მიმდებარედ არსებული ტბა, რომელიც ამჟამად არც თუ ისე მიმზიდველად გამოიყურება. მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად დავგეგმეთ, რომ მიმდინარე წელს “ახალბაღში” მდებარე კოლონადების, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, აღდგენა და ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტულ-რეკრეაციული ზონის მოწყობა დაიწყება. ქალაქს ნამდვილად სჭირდება კეთილმოწყობილი და ეკოლოგიური გარემო, როგორც ბავშვებისთვისა და ახალგაზრდებისთვის, ისე ტურისტებისთვისა და ზოგადად, ქალაქის მაცხოვრებლებისთვის.” – აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

წინა სიახლე

რუისში ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი გაიხსნა

შემდეგი სიახლე

კვერნაქის მთაზე დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად 169 ნუშის ნერგი დაირგო

მსგავსი სიახლეები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორში ღონისძიებები გაიმართა

პარლამენტის სპორტის კომიტეტმა შიდა ქართლში გასვლითი სხდომა გამართა

ქარელის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სპორტდარბაზისა და სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს

შიდა ქართლში ტურისტული სეზონი გაიხსნა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

შიდა ქართლი ოჯახის სიწმნიდის დღის ღონისძიებას შეუერთდა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია