No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

მხარის გუბერნატორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2014 წლის ანგარიშის წარდგენას დაესწრო

10 თებერვალი, 2015
in სიახლეები
მხარის გუბერნატორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2014 წლის ანგარიშის წარდგენას დაესწრო

დავით შავლიაშვილის განცხადებით, უწყებამ გასულ წელს, მისი არსებობის განმავლობაში, ყველაზე მეტი-დაახლოებით, 890 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა. 2014 წელს ქვეყნის მასშტაბით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმიური ბიუჯეტი 875 მლნ.ლარი, წლის განმავლობაში კიდევ 60.7 მლნ-ით გაიზარდა და საბოლოო ბიუჯეტმა 935.7 მლნ ლარი შეადგინა. 2014 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისრომ, მისი კოორდინაციით განხორციელებული პროექტების ფარგლებში ბიუჯეტის 95% აითვისა. აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 380-ზე მეტი პროექტი განხორციელდა. 2014 წელს სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა საგზაო ინფრასტრუქტურას. განხორციელდა ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ტურისტული და კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია. დამონტაჟდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებული 82 ამბულატორია. მოეწყო და მოწესრიგდა ნაგავსაყრელები. აშენდა საცხოვრებელი კორპუსები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალმომარაგების სისტემას, სარწყავ არხებს. განხორციელდა სტიქიის შედეგების სწრაფი ლიკვიდაცია და მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები. 2014 წელს, ჯამში, მოძრაობა გაიხსნა 40,1 ჩქაროსნულ გზაზე. წლის განმავლობაში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 303,5 კმ საავტომობილო გზასა და 43 ხიდს. აშენდა 11 ახალი ხიდი. დაიწყო წყალმომარაგების ახალი პროექტების განხორციელება, რომელთა დასრულების შემდეგ, 300 ათასზე მეტი ადამიანი – ანაკლიაში, მესტიაში, ურეკში, შეკვეთილში, ფოთში, ქუთაისსა და ზუგდიდში, 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. 24 მუნიციპალიტეტის 100 ათასზე მეტ მცხოვრებს კი წყალმომარაგება გაუუმჯობესდება. მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა ტურისტული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებითაც. 2014 წელს დასრულდა 11 პროექტი, ჯამური ღირებულებით – 13.5 მლნ ლარი. გასულ წელს შემუშავდა როშკა-არხოტის გზის მშენებლობისთვის საჭირო პროექტიც, რომლის მშენებლობა წელს დაიწყება, გზის გაჭრის შემდეგ კი მშობლიურ მხარეში 30-ზე მეტი ოჯახი აპირებს დაბრუნებას. კეთილმოეწყო და გამართულ საექსპლოატაციო რეჯიმში შევიდა 19 პრიორიტეტული ნაგავსაყრელი, ჯამური ღირებულებით -7.3 მლნ. ლარი. 2014 წელს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად განხორციელდა 82 მლნ ლარის ღირებულების 20 პროექტი. 17 ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა ფოთსა და ზუგდიდში-ბინები გადაეცა 586 ოჯახს. ყოფილი საავადმყოფოების შენობების რეაბილიტაცია განხორციელდა ბორჯომში, კასპსა და ქუთაისში-პირობები გაუუმჯობესდა 240 ოჯახს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში 14 ათასზე მეტი საშუალო და მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ეს მცირე ჩამონათვალაი იმ თემებისა და საკითხებისა, რომელზეც მინისტრმა დავით შავლიაშვილმა ყურადღება გაამახვილა. ანგარიშის პრეზენტაციას, საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წევრები და ქალაქის მერები ესწრებოდნენ. შეხვედრას ესწრებოდა შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი. ასევე სხვადასხვა დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციის, ასევე მედიის წარმომადგენლებიც.

წინა სიახლე

ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ვაკეს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება

შემდეგი სიახლე

,,მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი’’ დაიწყო

მსგავსი სიახლეები

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ატენის ხეობის განვითარების გეგმის შესახებ მორიგი განხილვა მოეწყო

თევზმომშენებელ ფერემებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოფელ ჩანგილარში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

შიდა ქართლის სახელმწიფო ადმინისტრაციაში 2024 წელი შეაჯამეს

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია