გუბერნატორის ადმინისტრაციაში, შიდა ქართლის მაღალმთიანი დასახლებების სტატუსის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრას უძღვებოდა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, იოსებ ოქრომელიძე.
აქცენტები გაკეთდა შიდა ქართლის იმ სოფლებზე, რომელთაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ მიენიჭა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტების გამგებლებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს აღნიშნული სოფლების სია წარმოუდგინეს და არგუმენტირებული სახით თითოეული სოფლისთვის სტატუსის მინიჭების საკითხზე იმსჯელეს.
შეგახსენებთ, რომ მთის კანონის დანიშნულება არის, დაადგინოს შეღავათები საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველსაყოფად.