შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში სოციალური და ინფრასრუქუტურული პროექტების მიმდინარეობას. სახელმწიფო რწმუნებულმა ხაზი გაუსვა, რომ უმნიშვნელოვანესია, ყველა პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობდეს.
სიმონ გულედანის თქმით, რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანია კოორდინირებული თანამშრომლობა, რაც პრიორიტეტული საკითხების დროულად და ეფექტიანად მოგვარების შესაძლებლობას იძლევა.