შიდა ქართლი ოჯახის სიწმნიდის დღის ღონისძიებას შეუერთდა. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, გორში, მაცხოვრის აღდგომის მშენებარე საკათედრო ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღევლინა, რის შემდეგაც გაიმართა მსვლელობა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმართულებით.
საზეიმო მსვლელობაში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
გორში გამართულ მსვლელობას მოქალაქეები შიდა ქართლის რეგიონის ქალაქებიდანაც შეუერთდნენ.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.