გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში სასმელი წყლის სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგელებში მოეწყობა ახალი ჭაბურღილები, მაგისტრალური წყლსადენის მილი, ასევე შიდა ქსელი და დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები. სამუშაოების ღირებულება 3 518 800 ლარს შეადგენს.
ასევე, მიმდინარეობს გზის 2.6 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბლიტაცია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვების მოწყობაც. სამუშაოების ღირებულება 2.7 მილიონი ლარია. ორივე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე გაეცნენ.
მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია 8 სოფელში მიმდინარეობს.