შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს, ასევე საუბარი შეეხო რეგიონში დაგეგმილ ღონისძიებებს. მერების თქმით, სამუშაოები განრიგის შესაბამისად მიმდინარეობს და მათი დასრულება დადგენილ ვადებში იგეგმება. გარდა ინფრასტრუქტურული საკითხებისა, ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილ სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებზე.
როგორც რეგიონის რწმუნებულმა შეხვედრისას აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები უწყებებს საშუალებას აძლევს, ეფექტურად დაგეგმონ საქმიანობა და უზრუნველყონ პრობლემური საკითხების დროული გადაჭრა.