სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი და მერის მოადგილე გიორგი პაპიაშვილი გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს რკინა-ბეტონის საფარის დაგება, იგეგმება სანიაღვრე არხების, ლითონის ზღუდარისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, ასევე – ტყე-პარკის შესასვლელთან საპარკინგე სივრცისა და გარე განათების მოწყობა.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 514 025 ლარს შეადგენს.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.