შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე და გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია პროექტის “კინო გენია 2025” დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ და მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდნენ.
ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა ეროვნულ მოტივებზე შექმნილი პერფორმანსები წარმოადგინეს. წარმოდგენის დასრულების შემდეგ კი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და ორგანიზაცია “ჭკვიანი მომავლის” თანადაფინანსებით განხორციელდა და მასში 200-მდე ადგილობრივი, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდა იყო ჩართული.
მოზარდები ორი თვის განმავლობაში მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო და შემოქმედებით აქტივობებში.
გარდა ამისა, კულტურულ – შემეცნებითი პროექტი ითვალისწინებდა გასვლით ღონისძიებასაც. ოცდაათმა წარმატებულმა ახალგაზრდამ ატენში სამდღიან ბანაკში გააგრძელა შემოქმედებითი მუშაობა.
პროექტის მიზანს მოზარდების კინოხელოვნებით დაინტერესება და ფილმების საშუალებით საზოგადოებაში არსებული სოციალური გამოწვევების გადაჭრის გზების გაცნობა წარმოადგენდა.