ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში შოთა ხაბარელის თასზე ქართულ ჭიდაობაში საქართველოს გუნდური პირველობა გაიმართა.
შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 16 გუნდმა.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
| – ადგილი კასპი
|| – ადგილი კახეთი
||| – ადგილი წყალტუბო.
გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა, გადაეცათ ფულადი პრიზიც.