შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიაში, ყოველწლიურ საშობაო ფესტივალ „გენეთლიას“ დახურვის ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ უმასპინძლა.
ფესტივალი „გენეთლია“ ყოველწლიურად იმართება, მოზარდებში შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.
