დაზიანდა საცხოვრებელი სახლებისა და ადმინისტრაციული შენობების სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირის მილები. რამდენიმე ლოკაციაზე წაქცეულმა ხეებმა დამატებითი სირთულეები გამოიწვია.
მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებისთანავე, გვიან ღამითვე დაიწყო შესაბამისი სალიკვიდაციო სამუშაოები, ამ დრომდე მობილიზებულია მუნიციპალიტეტების ყველა შესაბამისი სამსახური და პასუხისმგებელი უწყება.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა და არსებულ ვითარებას გაეცნო.
ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის სამუშაოები მუნიციპალიტეტებში ამ დრომდე მიმდინარეობს.
