შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, რწმუნებულის მოადგილეებთან ერთად, ქურთის, ერედვისა და თიღვის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს გასული წლის განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული პროექტები, ასევე მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები და პრიორიტეტული მიმართულებები.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს დევნილი მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. კერძოდ, საუბარი შეეხო დევნილთა დასახლებებში დაზიანებული საცხოვრებელი ბინების შეკეთებას, სარწყავი, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციას, ასევე საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა დევნილი მოსახლეობის სოციალური პროგრამებით სარგებლობის საკითხებსაც.
სიმონ გულედანმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების ეფექტიანი განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობა.
