ბათუმის საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენისთვის შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში მზადება დაიწყო.
გამოფენასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვის მიზნით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მოქმედი საწარმოები, ღვინის მარნები, მეთუნეები, მხატვრები და ფოლკლორული ანსამბლები. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ რეგიონის ტურისტულ და კულტურულ პოტენციალს, ასევე მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ტიპის მასტერკლასებში.
გამოფენის მთავარი მიზანია საქართველოს რეგიონებში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ტურისტული მიმართულებების ცნობადობის გაზრდა.
