No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

ხაშურის მუნიციპალიტეტში მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მცირე მეწარმეებს - ნაზუქით, თონის პურითა და ჰამაკით გარე მოვაჭრეებს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ახალი კომერციული სივრცის პროექტი წარუდგინეს.

26 მარტი, 2026
in სიახლეები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სახელმწიფო რწმუნებულებსა და მერებს შეხვდა
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მცირე მეწარმეებს – ნაზუქით, თონის პურითა და ჰამაკით გარე მოვაჭრეებს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ახალი კომერციული სივრცის პროექტი წარუდგინეს.
შეხვედრაში, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან ერთად მონაწილეობდნენ სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი და პროექტის არქიტექტორი.
ახალი კომერციული სივრცის პროექტი სრულად არის ორიენტირებული მოვაჭრეთა საჭიროებებზე და ითვალისწინებს სარეალიზაციო და საპარკინგე სივრცეების მოწყობას, სველი წერტილების, დამხმარე სათავსოების, განათებისა და მწვანე ზონების შექმნას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანასწორობის პრინციპს — თითოეულ მოვაჭრეს ექნება თანაბარი სავაჭრო და სასაწყობე სივრცე. ასევე, გათვალისწინებულია ტურისტული ნაკადებისთვის ავტობუსის გასაჩერებელი ადგილისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემის მოწყობა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. გარე მოვაჭრეებმა თავიანთი მოსაზრებები და რეკომენდაციები გაუზიარეს შეხვედრის მონაწილეებს, რაც პროექტის საბოლოო ვერსიაში აისახება.
თავის მხრივ, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ახალ, თანამედროვე კომერციულ სივრცეში გათვალისწინებული იქნება ყველა საჭიროება და უსაფრთხოების ნორმები, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მცირე ბიზნესის განვითარებას და მოსახლებისთვის შემოსავლის წყაროს აღდგენას.
ახალი სივრცის მოწყობა აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც ექსპლუატაციაში შევიდა E-60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური – ჩუმათელეთის მონაკვეთი. სატრანსპორტო ნაკადების გადამისამართებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა გზისპირა მცირე ბიზნესებზე, რომელთა ძირითადი შემოსავლის წყარო იყო მგზავრთა მომსახურება.
წინა სიახლე

მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შემდეგი სიახლე

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი ჰააგის სასამართლოს ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

მსგავსი სიახლეები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სახელმწიფო რწმუნებულებსა და მერებს შეხვდა

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ბათუმში დაგეგმილ ტურისტულ გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას

შიდა ქართლში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა განიხილეს

სიმონ გულედანი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი ჰააგის სასამართლოს ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

ხაშურის მუნიციპალიტეტში მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია