შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თამაზ ბესტაევი, გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იოსებ მაზმიშვილი და დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მცხოვრებლებს მომხმარებელთა უფლებების ძირითადი პრინციპები გააცნეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამედიცინო დაზღვევასთან დაკავშირებული არსებული გამოწვევები, რის შესახებაც პრეზენტაცია დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა წარადგინეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კალანდაძემ, პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ დს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა.
