No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

მელიორაციის საკითხებზე შიდა ქართლში შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, კომპანიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად შიდა ქართლში ფერმერებსა და მოსახლეობას შეხვდა.

12 მარტი, 2026
in სიახლეები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სახელმწიფო რწმუნებულებსა და მერებს შეხვდა
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, კომპანიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად შიდა ქართლში ფერმერებსა და მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრნენ.
განხილვის თემას საირიგაციო წყლის მომსახურების სუბსიდირების სქემა, წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების დროულად გაფორმების საჭიროება, ასევე, 2026 წლის სარწყავი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები წარმოადგენდა.
გიგლა თამაზაშვილის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები და რწყვის სეზონის დაწყებამდე ფერმერებთან პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია არსებულ საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირებისთვის.
კომპანიის კომერციულმა დირექტორმა მამელი ქობალიამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირებასთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ წყალმომხმარებლების მხრიდან კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება უზრუნველყოფს წყლის რესურსის სწორ მართვას, სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას და სასოფლო-სამეურნეო მიწების გარანტირებულ მორწყვას. „საქართველოს მელიორაცია“ მოუწოდებს მომხმარებლებს, კომპანიასთან დროულად გააფორმონ წყალსარგებლობის განრიგის ხელშეკრულებები.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში ჩატარდა; ფერმერებმა მიიღეს პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე, მათ შორის – რა შედეგებს მოიტანს ახალი ტარიფი სამელიორაციო სისტემის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.
მსგავსი შეხვედრები დაგეგმილია ყველა მუნიციპალიტეტში, რათა წყალმომხმარებლებმა მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია, დროულად გააფორმონ ხელშეკრულებები, რაც უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ სტანდარტს.
წინა სიახლე

მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გორში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შემდეგი სიახლე

განათლების მინისტრი გორის სახელმწიფო უნივერისტეტში აკადემიურ პერსონალს შეხვდა

მსგავსი სიახლეები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სახელმწიფო რწმუნებულებსა და მერებს შეხვდა

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ბათუმში დაგეგმილ ტურისტულ გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას

შიდა ქართლში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა განიხილეს

სიმონ გულედანი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი ჰააგის სასამართლოს ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

ხაშურის მუნიციპალიტეტში მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია