გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მომუშავე საწარმოებმა, ღვინის მარნებმა, მეთუნეებმა, მხატვრებმა და სხვა ხელოვანებმა. გარდა ამისა, ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებლებს შესაძლებობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ თიხის ძერწვის, წნულისგან დამზადებული ნივთების დამზადებისა და ასევე თონეში პურისა და ნაზუქის ცხობის მასტერკლასებში.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერები და ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
გამოფენის მთავარი მიზანი საქართველოს რეგიონებში ტურიზმის ხელშეწყობა და ტურისტული მიმართულებების ცნობადობის გაზრდა იყო. ღონისძიებაში 90-მდე ქართული და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა კომპანია „Expo Batumi“-ის ორგანიზებით ჩატარდა.
