აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, გორში, მაცხოვრის აღდგომის მშენებარე საკათედრო ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი გაიმართა. პარაკლისის დასრულების შემდეგ კი საზეიმო მსვლელობა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმართულებით მოეწყო.
მსვლელობაში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდა.
გორში გამართულ ღონისძიებას შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და ქალაქიდან მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივით, 2014 წელს დაწესდა.
