No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

კასპის ცემენტის ქარხანა „ჰანიველ ცემენტი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

27 მაისი, 2026
in სიახლეები
გორში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.
კასპის ცემენტის ქარხანა „ჰანიველ ცემენტი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის — კომპანიაში 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც ცემენტის წარმოების ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიურ ხაზს შექმნის. პროექტის პრეზენტაცია კასპის ქარხანაში გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის მეთაური, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ჰანიველ ცემენტი“ ქვეყანაში ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ცემენტის სრული ციკლით წარმოება შეუძლია. მისი თქმით, ახალი პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის საწარმოო სიმძლავრეს და წლიური წარმოება დამატებით 400 000 ტონით გაიზრდება, რის შედეგადაც საერთო მოცულობა 2 მილიონ ტონას მიაღწევს.
პრემიერის შეფასებით, ეს ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, ადგილობრივი რესურსებით სრულად დააკმაყოფილოს მსხვილი ინფრასტრუქტურული და დეველოპერული პროექტების მოთხოვნა და მნიშვნელოვნად შეამციროს იმპორტზე დამოკიდებულება.
მისივე თქმით, პროექტი გაგრძელებაა იმ ინდუსტრიული ტრადიციისა, რომელიც კასპში 1926 წელს პირველი ცემენტის ქარხნის აშენებით დაიწყო. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გარემოს დაცვის მიმართულებასაც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საწარმო უახლესი ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება, რაც გარემოზე ზემოქმედებას მინიმუმამდე შეამცირებს და თანამედროვე, მწვანე წარმოების პრინციპებს დანერგავს.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ მხარეებს, მათ შორის ინჟინერ-მშენებლებს, ტექნიკურ პერსონალს, საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, Hunnewell Partners-სა და „ჯიაიჯი ჰოლდინგს“.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, Hunnewell Partners-ის მმართველი პარტნიორი ირაკლი რუხაძე, „ჰანიველ ცემენტის“ დირექტორი დავით ჯუღაშვილი და თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი ივანე ხვედელიძე.
წინა სიახლე

გორში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.

მსგავსი სიახლეები

კასპის ცემენტის ქარხანა „ჰანიველ ცემენტი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

გორში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.

გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა.

განათლების მინისტრი რეგიონის რწმუნებულებს შეხვდა

შიდა ქართლი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს შეუერთდა.

ბათუმის ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია