შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სპექტაკლს დაესწრო.
გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით, სპექტაკლი რუსთავის საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა გორელი ახალგაზრდებისთვის გამართეს.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. ღონისძიებები 26 მაისს დაიწყო და სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება.
