გორში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ტრადიციული სანთლების აქცია.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
