შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა ქურთის, თიღვის, ერედვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებიც დაესწრნენ.
შეხვედრაზე დევნილთა ჩასახლებებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებზე, ასევე ჩასახლებებში არსებულ გამოწვევებსა და მათი ეფექტურად მოგვარების გზებზე.
სიმონ გულედანმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებთან აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი მუშაობა მნიშვნელოვანია არსებული საკითხების ეტაპობრივად მოსაგვარებლად და ახალი პროექტების დასაგეგმად, რაც დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
