გორის მუნიციაპლიტეტში საოკუპციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თორნიკე ფხაკაძემ და გორის საგანმანათლებლო დირექტორმა გიორგი ბერძენიშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
“ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ თითოეულ მოსწავლესა და პედაგოგს. გისურვებთ წარმატებულ, საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო წელს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რეგიონის თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს თანამედროვე განათლება და სამომავლოდ, წარმატებით გამოიყენოს მიღებული ცოდნა. ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას მომავალშიც გავაგრძელებთ. მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს როგორც საოკუპაციო ხაზთან მდებარე, ისე ჩვენი რეგიონის სხვა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობასა და განვითარებას.“ – აღნიშნა სიმონ გულედანმა.
ბერშუეთის სკოლაში, სადაც ამჟამად 162 მოსწავლე სწავლობს, გასულ წელს მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. განახლებულ შენობაში თანამედროვე სასწავლო გარემო შეიქმნა — მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, სპორტული ინფრასტრუქტურა, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი.
