შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შეხვედრას რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საბავშვო ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, ყურადღება გამახვილდა საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესზე, სამუშაოების ხარისხსა და შესრულების ვადებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა პროექტების განხორციელების პროცესში არსებული საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობისა და კოორდინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
