საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი ერედვის, ქურთის, თიღვისა და ახალგორის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ადმინისტრაციული ერთეულების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის საჭიროებებზე, მოქმედ სოციალურ პროგრამებსა და მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზებზე. ყურადღება გამახვილდა დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერის, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი და სოციალური პირობების შექმნის, ასევე სახელმწიფო სერვისების ეფექტიანად მიწოდების გზებზე.
აღინიშნა, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მომავალშიც კოორდინირებულად გააგრძელებს მუშაობას, რათა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებები დროულად და ეფექტიანად იყოს გათვალისწინებული.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების შემდეგ საქმიანობას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განაგრძობენ.
