No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

გორის სპორტის სასახლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

6 თებერვალი, 2018
in სიახლეები
გორის სპორტის სასახლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
გორში, თელავსა და ბათუმში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. დღეს, გორის სპორტის სასახლის სარემონტო სამუშაოების ფინალური ეტაპი კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, მშენებელი კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრის“ პრეზიდენტმა და მფლობელმა, პოლ კანინგემმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, სპორტული ჟურნალისტები.
სამივე პროექტის საერთო ღირებულება 34 მილიონ დოლარს შეადგენს. თელავსა და გორში დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, პატარა – 500, ხოლო ბათუმში დიდი დარბაზი 2 500, პატარა 500 მაყურებელზეა გათვლილი. სპორტის სასახლეების მიმდებარედ დასასვენებელი სკვერებიც მოეწყობა.
მაღალტექნოლოგიური ენერგოეფექტური თანამედროვე სპორტული ობიექტები კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრის“ მიერ შენდება, რომელიც წარმოადგენს ფართომალიანი ნაგებობების უმსხვილეს მწარმოებელს კანადაში. ბეჰლენსა და საქართველოს მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, პროექტი დაფინანსდა ბეჰლენის მიერ, რომელმაც პროექტისთვის საჭირო გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი თავად უზრუნველყო.
წინა სიახლე

ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

შემდეგი სიახლე

კასპში თეძამის წყალსაცავის გარემოზე ზემოქმედების ანალიზი წარმოადგინეს

მსგავსი სიახლეები

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირების მემორიალები გვირგვინებით შეამკო.

გორში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

სიმონ გულდედანი STEAM პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია