თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები დაესწრნენ.
ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა და სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებზე, მათ შორის მშვიდობის, უსაფრთხოების, ხარისხიანი განათლების, ინოვაციებისა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის მნიშვნელობაზე.
თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ქართველი და უცხოელი ექსპერტები.
ღონისძიების ფარგლებში განიხილეს საქართველოსა და რეგიონის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და განვითარების საკითხები.
ფორუმი 6 ივნისს დასრულდება.
