გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან, კასპისა და გორის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო მხარდაჭერით განბვითარებულ აგროსაწარმოებს ეწვია.
მინისტრი კასპისა და გორის მუნიციპალიტეტებში ხილ-ბოსტნეულის, ხილის, კომბინირებული საკვების გადამმუშავებელ საწარმოებს, მეურნეობასა და ღვინის მარანს გაეცნო. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერა თანამედროვე საწარმოო და შემნახველი ინფრასტრუქტურა, შეხვდა კომპანიის წარმომადგენლებს და სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამების შედეგებსა და განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს პრიორიტეტია თანამედროვე, კონკურენტუნარიანი აგროსექტორის განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციის წარმოებას, ფერმერთა მხარდაჭერას, მოსავლის ეფექტიან შენახვასა და გადამუშავებას, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებასა და ექსპორტის ზრდას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, გადამმუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ასევე ქართული ღვინისა და სხვა აგროპროდუქციის ხარისხისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, რეგიონებში ახალი შესაძლებლობების შექმნისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
