სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და შიდა ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების თანამშრომლები გაწეული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან ერთად, განვლილი ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა და ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც 2025 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტებში განხორციელდა.
გასული წლის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშო შესრულებისთვის დაჯილდოვდა 41 საჯარო მოხელე. ისინი მათივე კოლეგების გადაწყვეტილებით შეირჩნენ.
„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს — როგორც დღევანდელ ღონისძიებაზე დამსწრეებს, ასევე მათ კოლეგებს, რომლებიც ყოველდღიურად თავდაუზოგავად და კეთილსინდისიერად მუშაობენ შიდა ქართლის რეგიონის განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის. თქვენ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გაკისრიათ როგორც სახელმწიფოს, ისე მოსახლეობის წინაშე და ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენი შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული. მადლობას გიხდით ერთგული სამსახურისა და თავდადებისთვის,“ — აღნიშნა სიმონ გულედანმა.
