საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრთან სულხან თამაზაშვილთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან, მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გორში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ წარმოდგენილი ტექნიკა და სივრცეები დაათვალიერა და საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
26 მაისთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ორგანიზებით, გორში, ცენტრალურ მოედანზე, მრავალფეროვანი ღონისძიებები მოეწყო.
17:10 წუთზე გორის ქალთა კაპელას მიერ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, საზეიმო ღონისძიება კი გალა კონცერტით გაგრძელდა.
—
