ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას აქტიურად აგრძელებს. პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე.
მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორსა და სოფელ მეჯვრისხევში თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრებს აშენებს. პროექტის ფარგლებში ეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო ორი მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და სპორტსმენებისთვის აუცილებელი სრული ინფრასტრუქტურა – გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახები და დამხმარე სათავსოები.
ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი ადგილობრივ სპორტსმენებსა და ახალგაზრდებს ყოველდღიური საწვრთნელი პროცესისთვის თანამედროვე სივრცით უზრუნველყოფს, ხელს შეუწყობს ფეხბურთის პოპულარიზაციას, მასობრივი სპორტის განვითარებას და რეგიონში სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ჩატარებას.
გორში ასევე დაგეგმილია მეორე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა. პროექტი ანალოგიური პარამეტრების იქნება და მოიცავს ხელოვნურსაფარიან სავარჯიშო მოედანს, 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, გასახდელებს, სველ წერტილებს, სამედიცინო ოთახს და სპორტსმენებისთვის საჭირო სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურას.
საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები ადგილობრივ სპორტსმენებსა და ახალგაზრდებს ყოველდღიური საწვრთნელი პროცესისთვის თანამედროვე სივრცით უზრუნველყოფს, ხელს შეუწყობს ფეხბურთის პოპულარიზაციას, მასობრივი სპორტის განვითარებას და რეგიონებში სპორტული ღონისძიებების ჩატარებას
