ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი – 2026“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი დაესწრო.
ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი“ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოების ნომინაციაში პრემია ორ ავტორს — თათული ღვინიანიძეს (რომანისთვის „ჩემი საბედისწერო ნახევარი“) და ნუცა ბარბაქაძეს (ნაწარმოებისთვის „ჩვიდმეტი“) გადაეცათ. წლის საუკეთესო დრამატულ ნაწარმოებად ბესო ხვედელიძის „ეს ფატალური ძაღლური ცხოვრება“ დასახელდა, ხოლო საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანის ნომინაციაში გამარჯვება კონსტანტინე გამსახურდიამ მოიპოვა წიგნით „გერმანულენოვანი პოეზია“. ამასთან, კონკურსის დამფუძნებლის, საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი სოსიაშვილის სახელობის სპეციალური პრემია მწერალ რევაზ მიშველაძეს მიენიჭა.
ღონისძიება მუსიკალურად ჯაზ-ბენდმა „კანუდოსმა“ და სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდმა გააფორმეს.
ლიტერატურული კონკურსი „მაჩაბელი“ თანამედროვე ქართული ლიტერატურის მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ღონისძიება წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა
