შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, მოადგილეებთან და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილე შიდა ქართლის სპორტსმენებს შეხვდა და წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე შიდა ქართლი სპორტის 14 სახეობაში 112 სპორტსმენითა და მწვრთნელით იყო წარმოდგენილი.
რეგიონის წარმომადგენლებმა რეგიონის სახელით ასპარეზობისას 34 მედალი მოიპოვეს. მედლები სპორტის შემდეგ 8 სახეობაში მოიპოვეს: ცურვაში, ქართულ ჭიდაობაში, ქვიშის ჭიდაობაში, თავისუფალ ჭიდაობაში, ძიუდოში, კალათბურთში, კრივსა და ტაეკვანდოში.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატებები მიულოცეს, მადლობა გადაუხადეს ღირსეული ასპარეზობისთვის და მადლობის სიგელები გადასცეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალგაზრდების მიღწეული შედეგები შიდა ქართლში სპორტის განვითარების, მწვრთნელების პროფესიონალიზმისა და სპორტსმენების დიდი შრომის შედეგია.
შეხვედრას ასევე ესწრებიდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
