No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

გორში ,,მეცნიერების რეგიონული ფესტივალი” გაიმართა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ „მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს“ დაესწრო.

17 სექტემბერი, 2026
in სიახლეები
რეხაში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ „მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს“ დაესწრო.
საგამოფენო სივრცეში სტუმრებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა უმასპინძლა.
ფესტივალის ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო და ლაბორატორიული შოუები, შემეცნებითი აქტივობები, საგანმანათლებლო რესურსებისა და სამეცნიერო პროექტების გამოფენები გაიმართა. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ქიმიურ და ფარმაცევტულ ექსპერიმენტებში, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ქირურგიული კერვის ვორქშოფებში, ასევე გასცნობოდნენ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებს.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტირებული არქეოლოგიური ველი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის აქტივობები, კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეთა ნამუშევრები, შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიული ძეგლების ფოტომასალა და პროფესიული კოლეჯების სტუდენტთა ნამუშევრები.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა CERN-ის STEM მასტერკლასები მოსწავლეებისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და „ჰორიზონტი ევროპის“ კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ძირითად მიმართულებებს.
„მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით 16 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. მისი მიზანია მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, სამეცნიერო საქმიანობაში ახალგაზრდების ინტერესისა და ჩართულობის ზრდა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მეცნიერების როლის წარმოჩენა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, პედაგოგები და სხვა მოწვეული სტუმრები.
წინა სიახლე

სასკოლო ოლიმპიადის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შემდეგი სიახლე

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში “სამშვიდობო სწავლების ოთახი” გაიხსნა

მსგავსი სიახლეები

ერისთავის თეატრში გურამ პაპუაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა

რეხაში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

გორში „შიდა ქართლის სპორტული თამაშების 2026“ ფარგლებში მძლეოსნური გარბენი გაიმართა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი გაიხსნა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში “სამშვიდობო სწავლების ოთახი” გაიხსნა

გორში ,,მეცნიერების რეგიონული ფესტივალი” გაიმართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია