No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური შეჯიბრება „ინტელექტჩემპიონატი 2026“ გაიმართა.

ტურნირი სამი დღის განმავლობაში ორ ასაკობრივ ჯგუფში — VIII-IX და X-XI კლასელთა გუნდებს შორის მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში გორის მუნიციპალიტეტის 64 სკოლის 720 მოსწავლე მონაწილეობდა.

9 ივნისი, 2026
in სიახლეები
სიმონ გულდედანი  STEAM პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო
ტურნირი სამი დღის განმავლობაში ორ ასაკობრივ ჯგუფში — VIII-IX და X-XI კლასელთა გუნდებს შორის მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში გორის მუნიციპალიტეტის 64 სკოლის 720 მოსწავლე მონაწილეობდა.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
უმცროს ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება ოლეგ ჭონიშვილის სახელობის სოფელ ბეთლემის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილი ნიკო კეცხოველის სახელობის გორის I საჯარო სკოლას ერგო, ხოლო მესამე ადგილი სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
უფროს ასაკობრივ ჯგუფში პირველი ადგილი სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილზე გორის II საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიამ დაიკავა.
გამარჯვებული გუნდები გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. ასევე დაწესდა დამატებითი პრიზი, რომლის ფარგლებში გამარჯვებული მოსწავლეები ზაფხულის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ბანაკში დაისვენებენ.
„ინტელექტჩემპიონატი 2026“ მასშტაბური საგანმანათლებლო-ინტელექტუალური პროექტია, რომლის მიზანს ახალგაზრდებში განათლების პოპულარიზაცია, ანალიტიკური აზროვნების განვითარება და მოსწავლეებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება წარმოადგენს.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ და ა(ა)იპ „პანონიმას“ თანამშრომლობით განხორციელდა.
წინა სიახლე

სიმონ გულედანი ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენლებს შეხვდა

შემდეგი სიახლე

შიდა ქართლის სპორტსმენებმა საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 34 მედალი მოიპოვეს

მსგავსი სიახლეები

სიმონ გულდედანი STEAM პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

ინფრასტრუქტურის მინისტრი გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სპორტულ პროექტებს გაეცნო

გორის სპორტის სასახლემ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა

გორში „მაჩაბელი – 2026“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

შიდა ქართლში აგროსაწარმოების განვითარების პროცესი გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში „სააკაძეობა“ გაიმართა.

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია