საქართველოში ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, სიმონ გულედანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სამშობლოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
სიმონ გულედანმა მემორიალთან შეკრებილ ვეტერანებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ვეტერანები სამშობლოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების დაცვისთვის გაწეული თავდადებისა და სიმამაცის მაგალითს წარმოადგენენ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით, ვეტერანის დღე 2014 წელს დაარსდა და იგი ყოველი წლის 17 ოქტომბერს აღინიშნება.
