No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

შიდა ქართლმა ეთნოფესტივალს „უფლისციხე 2026“ პირველად უმასპინძლა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ეთნოფესტივალი მოეწყო.

19 ოქტომბერი, 2026
in სიახლეები
რწმუნებულის ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ეთნოფესტივალი მოეწყო.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე თეა ონიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მუზეუმ-ნაკრძალის სივრცეში მოეწყო ქართული ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ხელსაქმისა და კულტურული მემკვიდრეობის მასტერკლასები. ადგილობრივი მეწარმეებისა და მარნების მონაწილეობით წარმოდგენილი იყო ქართული პურისა და ღვინის კულტურა, ასევე მრავალფეროვანი ეთნოკულინარიული პროგრამა.
ფესტივალის ფარგლებში დამთვალიერებელმა პირველად იხილა სამღვდელმთავრო, სამეფო და საერო ისტორიული სამოსი. ღონისძიების საკონცერტო ნაწილი ქართულ ფოლკლორს, ხალხურ ქორეოგრაფიასა და საგალობლებს დაეთმო.
„ფესტივალი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ ქართული კულტურის მრავალფეროვნება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მემკვიდრეობას და მომავალ თაობებს გადავცეთ ის ღირებულებები, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ამასთანავე, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონის კულტურული და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და შიდა ქართლის პოპულარიზაციას”, – აღნიშნა სიმონ გულედანმა.
ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ფონდის ინიციატივით მოეწყო.
წინა სიახლე

სიმონ გულედანმა ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა

შემდეგი სიახლე

შიდა ქართლის რწმუნებული სიმონ გულედანი სახალხო ღონისძიება – „ქარელობას“ დაესწრო.

მსგავსი სიახლეები

რწმუნებულის ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის ტაძრის რეაბილიტაცია იგეგმება

შიდა ქართლში მცხოვრები პირველკლასელები გარემოსდაცვით მასშტაბურ აქციას შეუერთდნენ

გორსა და მეჯვრისხევში ტექნიკური სტადიონების მშენებლობა მიმდინარეობს

დაბა სურამში რაგბის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

ხაშურის №4 საჯარო სკოლაში ახალი შენობის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია