შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, რწმუნებულის მოადგილეებთან ერთად, ახალგორის, ქურთის, ერედვისა და თიღვის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერები.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს, მათ შორის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, წყალმომარაგების, საგზაო და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების მოწესრიგებას.
ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტებს შორის ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების გაუმჯობესებაზე.
როგორც სიმონ გულედანმა შეხვედრისას აღნიშნა, რეგიონში დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობა.
