ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ავლევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 324 გრძივი მეტრის სიგრძის გზაზე ასფალტის საფარის დაგება, ასევე 106 გრძივი მეტრის სანიაღვრე სისტემის მოწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 200 000 ლარზე მეტს შეადგენს. პროექტი „გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოში იგეგმება.
განხორციელებული სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების პირობებს და ხელს შეუწყობს სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარებას.
