2011 წლიდან ნიქოზში გამართული ფესტივალი ყოველწლიურად მასპინძლობს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს უკვე მეცამეტედ იმართება და მასში 24 ქვეყნის წარმომადგენელი ხელოვანები მონაწილეობენ.
ღონისძიებაზე სიმონ გულედანმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მეუფე ისაიას მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისა და იმ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის, რომელსაც ნიქოზის ფესტივალი წარმოადგენს.
ფესტივალის გახსნის ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ კიკნაძე, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორ მამუკა ბლიაძე, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
11-16 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება ქართველი და უცხოელი რეჟისორების ანიმაციური ფილმების ჩვენებები, გამოფენები, კლასიკური მუსიკის საღამოები და ფოლკლორული კონცერტები.
წლევანდელი ფესტივალი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს – ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება
