No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ხაშურში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

15 ოქტომბერი, 2026
in სიახლეები
რწმუნებულის ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გაიმართა

default

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
რწმუნებული ასევე შეხვდა კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს, სადაც მხარეებმა მიმდინარე პროექტები და შესრულების ვადები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ სიმონ გულედანმა სარეაბილიტაციო ობიექტები დაათვალიერა.
ხაშურში ამჟამად რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. კერძოდ, ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 4 160 000 ლარია გათვალისწინებული და სამუშაოები გზის საფარის განახლებასთან ერთად, ტროტუარების მოწყობას, გარე განათების სისტემის განახლებასა და სანიაღვრე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებს. პარალელურად, კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1 751 945 ლარი დაიხარჯება.
პროექტის ფარგლებში ეწყობა ქვაფენილი, წესრიგდება სანიაღვრე არხები და ტროტუარები, ასევე მონტაჟდება თანამედროვე გარე განათების სისტემა. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციაც, რომლის ღირებულება 1 777 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს მოედნის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, გზის საფარის განახლებას, სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე ელემენტებით აღჭურვასა და გარე განათების ახალი სისტემის მოწყობას.
ტაბიძისა და კოსტავას ქუჩები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და მათ არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან ჩამოსული მოქალაქეებიც აქტიურად იყენებენ. ქუჩების მასშტაბური რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც სატრანსპორტო მოძრაობას, ისე მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
წინა სიახლე

ერისთავის თეატრში თეარტალური ფესტივალის “როტონდა” საზეიმო ღონისძიება გაიმართა

შემდეგი სიახლე

შიდა ქართლში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროგრამა დაიწყო

მსგავსი სიახლეები

რწმუნებულის ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის ტაძრის რეაბილიტაცია იგეგმება

შიდა ქართლში მცხოვრები პირველკლასელები გარემოსდაცვით მასშტაბურ აქციას შეუერთდნენ

გორსა და მეჯვრისხევში ტექნიკური სტადიონების მშენებლობა მიმდინარეობს

დაბა სურამში რაგბის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

ხაშურის №4 საჯარო სკოლაში ახალი შენობის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია