კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმში გამართულ კულტურულ ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება კავთისხეველი პოეტის, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრის, მანანა შატავიძის შემოქმედებას მიეძღვნა.
სახელმწიფო რწმუნებულმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სალამურზე დაკვრის გამორჩეული ოსტატის, ომარ კელაპტრიშვილის ღვაწლზე და აღნიშნა, რომ მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის გაგრძელება და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლი „ერქვანი“ და კავთისხევის კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა ხალხურ საკრავთა გუნდი.
