შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი კასპის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ მაისურაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი მეზურნიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის და კომპანია Toyota Mobility Shiga-ს დირექტორთა საბჭოს მრჩეველს, რიუტარო იამანაკას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიაში გამართული ვიზიტი შეაჯამეს და იაპონიის ქალაქ ჰინოსა და კასპის მუნიციპალიტეტს შორის დამეგობრებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ იაპონელი სტუმრები სახალხო დღესასწაულის „კასპობა 2026“ საზეიმო ღონისძიებებს შეუერთდნენ
